Saturday, September 19, 2015

დღეს  კიდევ  განვიხილეთ   რამდენიმე  პროექტის  ნიმუში   გაწერილი  აქტივობებით, შემდეგ  შევადგინეთ  პროექტისა  და  მოსწავლეთა  შეფასების  სავარაუდო რუბრიკები, მასწავლებლის  სასწავლო პროექტის  შეფასების  რუბრიკა, ვისწავლეთ დაკვირვების  დღიურისა  და  ჟურნლის  შექმნა.  გავიმეორეთ  ბლოგზე  პოვერპოინტის   ატვირთვა.

Saturday, September 12, 2015

დღეს   ძალიან   საინტერესო  დღე   იყო   იმ  მხვრივ,  რომ  განვიხილეთ   ჩვენი   პროექტების   სლაიდები,  შევქმენით   მოსწავლეთა   სავარაუდო  ნამუშევრები,  იმისთვის  რომ   გავიგოთ   ჩვენი  მოლოდინები  და  სწორად  განვსაზღვროთ  პროექტის მიზნები.

Friday, September 11, 2015

დღევანდელი  დღე  ცოტა  დამღლელი  აღმოჩნდა.  უკუკავშირების  გაკეთებას   და  პრეზენტაციებს  დიდი  დრო  დავუთმეთ.  შემდეგ გავეცანით  საავტორო  უფლებების დაცვასა  და  მის  გამოყენებას,  ციტირებული  წყაროების  შემცველი  დოკუმენტის  შექმნას.  შევქმენით  ჩვენი  პროექტისათვის  ბიბლიოგრაფია  და  ჩამოვტვირთეთ   სურათები  და   ინფორმაციები   საავტორო  უფლებების  დაცვით.

Tuesday, September 8, 2015

ტრენინგის   მეოთხე   დღე   საინტერესო   აღმოჩნდა   იმ  მხრივ,  რომ გავეცანით   მოსწავლეთა  შეფასების  მეთოდებსა  და ინსტრუმენტებს,  მათ  გამოყენებას   პროექტის  მსვლელობის   დროს.  აგრეთვე   დავხვეწეთ  ზოგადი,  თემატური   და  შინაარსობრივი   კითხვების   დასმა. ყველას   გისურვებთ   წარმატებებს!  მადლობა   ნათიას   ჩვენ   რომ   გვიძლებს!

Sunday, September 6, 2015

მესამე დღე

  ძალიან  საინტერესო   აღმოჩნდა,  გავუზიარეთ  ერთმანეთს  მოსწავლეთა  ბუკლეტები  და  გაზეთები.  შევისწავლეთ  პროექტში  სტანდარტის,  ბლუმის  ტაქსონომიის  ზმნებისა  და  ოცდამეერთე საუკუნის  უნარ-ჩვევების  მიხედვით  მიზნების   განსაზღვრა, ასევე მიმართულების  მიმცემი  კითხვების   დასმა.  მადლობა  ტრენერს!